2021 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და "არტტექსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები თანამშრომლობის ფარგლებში გაეცნენ საერთაშორისო სტანდარტებს მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დახელოვნდნენ სამშენებლო სფეროს შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვის სისტემაში.
დაესწრნენ და მონაწილეობა მიიღეს კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კერძოდ:
- გარე ფასადისა და გუმბათის რეკონსტრუქცია-რესტავრაციას;
- ფასადზე არსებული მხატვრული დეტალების აღდგენით პროცესს;
- შენობის შიდა ეზოს ხის სამუშაოებს;
- ლითონის ჭედური ნაკეთობების დამზადების პროცესს.
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს და სტუდენტს გაწეული შრომისთვის.